Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე დღე:

 დღის წესრიგი:

1. მოსწავლის ნამუშევრების შეფასება და შესაბამისი რუბრიკის დამზადება,

 2.პროექტის ფოტოალბომის შექმნა გადატანა ბლოგზე.


        შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცები მეც ვისწავლე. მეექვსე დღეს მივხვდი, რომ არც ისეთი დაბნეული ვარ, როგორც მეგონა. სახლში, ქეთის გარეშე დარჩენილმაც მოვახერხე რაღაცების გაკეთება და როცა გამომივიდა, კიდევ ერთხელ ვადიდე ჩვენი მხიარული და საყვარელი ტრენერის მოთმენა. ესე იგი, სულ ტყუილად გავყვირით ,,ქეთი, გვიშველე“. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემთვის ,,ინტელის სასწავლო კურსი“ გაუგებარი აღარაა, გაუგებარი კი არა, ძალიან საინტერესოა. მომწონს პროექტზე მუშაობა.  
        დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. ტრენინგი სულ უფრო საინტერესო ხდება. დავიწყეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ მოსწავლეთა ნამუშევრები შევაფასეთ სპეციალურად, ამ ნამუშევრების შესაფასებლად დამზადებული რუბრიკით. შემდეგ შევქმენით პროექტის ფოტოალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე.
      განსაკუთრებით მომეწონა რუბრიკების შექმნა.

No comments:

Post a Comment