მერვე დღე:
დღის წესრიგი:
1. ფასილიტაციის ნიმუშების შექმნა.
2. პორტფოლიოს გადახედვა პორტფოლიოს ჩეკ-ლისტის მიხედვით.
კიდევ ერთი ტრენინგი და დავასრულებთ. ცუდია, ვფიქრობ და გული მწყდება. კარგი რა, დე, მეუბნება ჩემი შვილი და იცინის. მოეშვი მაგ კომპიუტერს, მე კი მინდა, რომ ბევრი ვიმუშაო და რაც შეიძლება მეტი. ვხვდები რატომ სხედან ბავშვები ასე ჯიუტად კომპიუტერთან. დილიდან ვემზადები ტრენინგისთვის. ვჩქარობ. საოცარია, როგორც არ უნდა ვეცადო, მაინც ვაგვიანებ. იქნებ, იმიტომ, რომ დაგვიანება ჩემი სუსტი წერტილია.... კარს ვაღებ და ვფიქრობ, იქნებ ერთხელ მაინც მისაყვედუროს ქეთიმ. არა, ...ძალიან თბილად მიღიმის და მეძახის ,,მოდი, ნანა...“ კომპიუტერთან ვჯდები და თანაგუნდელებს ვათვალიერებ, ისევ ისმის ,,ქეთი მოდი“, ,,ქეთი ვერ ვადიდებ“, ,,კეთი თუ შეიძლება“... დაუსრულებლად.
ტრენინგი საინტერესოდ დაიწყო. გავიმეორეთ წინადღის მასალები და გადავედით ახალ მასალაზე. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუშები და პორტფოლიოს გადავხედეთ ჩეკ-ლისტის მიხედვით.
დღე მთავრდება. ნამუშევრებს ვათვალიერებ.მგონი კმაყოფილი ვარ.
No comments:
Post a Comment