მეშვიდე დღე.
დღის წესრიგი:
. მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
. დამხმარე მასალის მომზადება განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის
. გეგმის დახვეწა-სრულყოფა
საოცარი სისწრაფით გარბის დრო და ხშირად მახსენდება უსაყვარლესი მწერლის ნოდარ დუმბაძის ზურიკელას სინანული სტუდენტური დღეების სწრაფად გასვლის გამო. რაც კარგია ყველაფერი მალე მთავრდება, ჩვენი ტრენინგიც მალე დასრულდება. გული მწყდება, ასეთი თბილი ურთიერთობა დიდი ხანია არ მქონია. მინდა, რომ ხშირად ვიყო აქ. ვიკითხე კიდეც, არ შეიძლება კიდევ ვიარო მეთქი? ქეთის გაეღიმა და თავი გაიქნია. რა ცუდია, გავიფიქრე და მუშაობას შევუდექით.
დღე დავიწყეთ წინა- მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით ძალიან საინტერესო მასალის შესწავლაზე. ავხსენით განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის საჭირო მასალის მომზადება და გეგმის დახვეწა- სრულყოფა. დავამზადეთ დეამხმარე მასალა.
No comments:
Post a Comment