Sunday, November 17, 2013

მეცხრე დღე


მეცხრე დღე


დღის წესრიგი:

1. პროექტის პორტფოლიოს გადახედვა და სრულყოფა

2.პორტფოლიოს ატვირთვა ინტერნეტში

3. პროექტის პრეზენტაცია

4. რეფლექსია ბლოგზე.


        ჩვიდმეტი ნოემბერი, ტრენინგის ბოლო დღე. ,, დამთავრდა“, ვფიქრობ დილიდან და ძალიან სერიოზულად მოწყენილი დავყურებ საათს. ბევრი ტრენინგი მოვისმინე და ახლა მახსენდება,რომ არც ერთის დასრულება არ მწყენია ასე, თუ არ ჩავთვლი მაია ჯალიაშვილისა და ლალი დათაშვილის ტრენინგებს. გადავწყვიტე დღეს მაინც არ დამეგვიანა.   ძალიან საინტერესო დღე გველოდა წინ, საინტერესო და დატვირთული. უნდა შგვეჯამებინა  მთელი ტრენინგების ნამუშევრები.
       დავიწყეთ. ჯერ პორტფოლიოს გადავხედეთ. მოგვწონს გაფორმებული პორტფოლიო, ხან საათებით, ხან კალენდარით ვაფორმებთ.დავამატეთ და სრულყოფილი სახე მივეცით პორტფოლიოს.
        შემდეგ პორტფოლიო ინტერნეტში ავტვირთეთ და პროექტის პრეზენტაციაც მოვაწყვეთ.
       ვიმუშავეთ ბლოგზეც. ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან მომენატრება აქაური გარემო და კოლეგების ,,ქეთი მიშველე“...ვნატრობ, კიდევ ერთი ტრენინგი რა,....
      ტრენინგის დასასრულს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ხელმძღვანელებს და  ქალბატონ ქეთი ცერაძეს, საოცარი გულისხმიერების, მოთმინებისა და სიყვარულის გამო.

1 comment: